ოსიმენის მილანის ინტერის წინააღმდეგ თამაში საეჭვოა

"ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი დიდი ალბათობით ვერ შეძლებს ნეაპოლურ გუნდს მილანის "ინტერთან" მატჩში დახმარებას.
Sky Sport-ის ინფორმაციით, ნიგერიელი ფორვარდის მონაწილეობა მნიშვნელოვან თამაშში ეჭვქვეშ დგას - მას კუნთის პრობლემა აქვს.
ნიგერიელმა გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშა და დიდია იმის ალბათობა, რომ ფრანჩესკო კალცონა იძულებული გახდეს, პრინციპული მატჩი ფორვარდის გარეშე დაიწყოს.
ოსიმენმა მიმდინარე სეზონში სერია A-ს 17 მატჩში 11 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 17 მარტს, სერია A-ს 29-ე ტურის ფარგლებში გაიმართება.