ილია თოფურია ლუქსემბურგთან მატჩის წინ დინამო არენაზე ქამარს წარადგენს

21 მარტს, UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია, საქართველოს და ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე საჩემპიონო ქამარს წარადგენს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. ღონისძიება 20:45 საათზე დაიწყება.
საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებთა მატჩი 21 მარტს, დინამო არენაზე გაიმართება.