ლუის ენრიკე მომდევნო მატჩში მბაპეს სათადარიგოთა სკამზე დატოვებს

"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელი კილიან მბაპე, სავარაუდოდ, მომავალ თამაშს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს. 
მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ სურს გუნდი მბაპეს გარდაუვალი წასვლისთვის მოამზადოს. 
კვირას პარიზელები ჩემპიონატში "მონპელიეს" წინააღმდეგ ითამაშებენ, ხოლო 25 - წლის თავდამსხმელი მატჩს ისევ სკამიდან დაიწყებს, იუწყება Le Parisien. 
მომავალ მატჩში შემტევი ტრიო ბრედლი ბარკოლა, რენდალ კოლო-მუანი და უსმან დემბელე იქნება. 

