როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ ინტერთან მატჩში?

იტალიის ჩემპიონატში გამართული მატჩი ინტერსა და ნაპოლის შორის საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ფრედ 1:1 დასრულდა.

ძირითად შემადგენლობაში იყო ნეაპოლელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია.
კვარაცხელიამ 90 წუთი ითამაშა, ფლანგზე აქტიური იყო და საბოლოოდ, 7.0 შეფასება მიიღო.
