ტრადიცია გრძელდება - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონია

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა - ბორჯღალოსნებმა ფინალში პორტუგალია 36-10 დაამარცხეს.
ფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა 4 ლელო (ტაბუცაძე (2), კარკაძე, ალანია) დადეს, საიდანაც 2 გარდასახეს და 4 ჯარიმაც დაარტყეს ზუსტად, ხოლო მეტოქე მხოლოდ 1 გარდასახული ლელოთი და 1 ჯარიმით შემოიფარგლა.
შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მეშვიდეთ, ხოლო ისტორიაში მე-16-დ მოიგეს.