ლაციომ ახალი მთავარი მწვრთნელი დანიშნა
"მარსელის" ყოფილი მწვრთნელი იგორ ტუდორი "ლაციოს" ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა.
ამის შესახებ რომაული კლუბის პრესსამსახური იტყობინება.
შეგახსენებთ, რომ მაურიციო სარიმ მთავარი მწვრთნელის პოსტი ნებაყოფლობით დატოვა.
29 ტურის შემდეგ "ლაციო" იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 43 ქულით მეცხრე ადგილზეა.
"ლაციოს" 30 მარტს, სერია A-ს 30-ე ტურის ფარგლებში "იუვენტუსს" დაუპირისპირდება.