მადრიდის ატლეტიკოს გრიზმანის ოლიმპიადაზე გაშვება არ სურს
როგორც მოგეხსენებათ, ზაფხულში საფრანგეთში ოლიმპიური თამაშები გაიმართება.
საფეხბურთო ტურნირში მონაწილეობას 23-წლამდე მოთამაშეები მიიღებენ, მაგრამ თითოეულ ნაკრებს შეუძლია სამი მოთამაშის ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე დამატება.
RMC Sport-ის ცნობით, საფრანგეთის ოლიმპიური ნაკრები დიდი ალბათობით, თავდამსხმელ ანტუან გრიზმანს ვერ გამოიყენებს.
აღსანიშნავია, რომ "ატლეტიკოს" ამჟამად არ სურს ფეხბურთელის ოლიმპიურ თამაშებზე გაშვება.