ავტორიზაცია

ილია თოფურია ესპანეთის პრემიერ მინისტრს შეხვდა

ილია თოფურია ესპანეთის პრემიერ მინისტრს შეხვდა
თარიღი 27 თებ 2024, 17:12
UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი, ილია თოფურია, მონკლოას სასახლეში ესპანეთის პრემიერ მინისტრ პედრო სანჩესს შეხვდა. სპორტსმენმა და მთავრობის მეთაურმა არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის მებრძოლისთვის ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭებაზე. როგორც ვიცით, ქართველი მებრძოლი 15 წლიდან ესპანეთში ცხოვრობს, მაგრამ პასპორტის მიღებასთან დაკავშირებით მას პრობლემები დღემდე აქვს.

"ელ მატადორის" მიზანი ესპანეთის მოქალაქის პასპორტის მიღებაა. ამის შესახებ მან ღიად ისაუბრა:

"მინდა ესპანეთს ჩემი ოჯახის მიღებისთვის მადლობა გადავუხადო. ვოცნებობ ესპანეთის მოქალაქის პასპორტის მიღებაზე და ვგეგმავ, რომ ქვეყნის მთავრობას პირადად ვთხოვო ამის შესახებ", - განაცხადა 27 წლის მებრძოლმა.

პედრო სანჩესი ილია თოფურიას თხოვნას მალე დააკმაყოფილებს:

"დღეს დილით შევხვდი ილია თოფურიას - UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალ ჩემპიონს. თავისი მონდომებით, თავდადებითა და სიმტკიცით მან შეძლო თავისი ერთ-ერთი ოცნების ასრულება. სულ მალე მისი მეორე ოცნებაც ახდება. ესპანეთისადმი მისი სიყვარული ესპანეთის პასპორტის მიღებაში გამოიხატება", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.