გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი შეიცვალა

ავტორიტეტულმა გერმანულმა სააგენტო Transfermarkt-მა საფრანგეთის ლიგა 1-ში მოასპარეზე ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები განაახლა.
ცვლილება საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" 23 წლის ფორვარდ გიორგი მიქაუტაძესაც შეეხო.
ქართველის სატრანსფერო ღირებულება ერთი მილიონით გაიზარდა და ამჟამად 9 მილიონ ევროს შეადგენს.
მიქაუტაძემ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 5 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.