ის უკვე 39 წლისაა და არ იქნება სწორი, რომ მასზე ვიყოთ დამოკიდებული — ჟოაო კანსელუ
ამის შესახებ, ,,ბარსელონასა" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა - ჟოაო კანსელუმ, ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდუზე დამოკიდებულება გუნდს კარგად არ წააადგება.
,,რონალდუ დიდებული ფეხბურთელია. ის ძალიან მაგარია და ამას წლების განმავლობაში თუნდაც იმით ამტკიცებდა, რომ მესის ოქროს ბურთებს ართმევდა.
იმაზე არავინ დაობს, რომ რონალდუ ერთ-ერთი საუკეთესოა, ვისაც ეს სპორტი უთამაშია, თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ იგი უკვე 39 წლისაა და არ იქნება სწორი, რომ მასზე ვიყოთ დამოკიდებული". — განაცხადა კანსელუმ პორტუგალიურ მედიასთან.