ავტორიზაცია

ვალენსიამ მამარდაშვილის სატრანსფერო ფასი დაასახელა

ვალენსიამ მამარდაშვილის სატრანსფერო ფასი დაასახელა
თარიღი 21 Mar 2024, 15:20
საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი სატრანსფერო ბაზარზე მოთხოვნადი ფიგურაა. 

Todofichajes-ის ინფორმაციით, ესპანური კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა, გარკვეული ოდენობის თანხის სანაცვლოდ მეკარე გაუშვას. 

“ღამურები” მამარდაშვილის 25 მილიონ ევროს შესთავაზების შემთხვევაში შეელევიან. 

ქართველს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მეკარემ 28 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 32 გოლი გაუშვა.