ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის ფინალში, საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.
1/2 ფინალში, საბერძნეთმა ყაზახეთს უმასპინძლა და მეტოქე 5-0 გაანადგურა - საქართველოს და საბერძნეთის ფინალური მატჩი 26 მარტს, დინამო არენაზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ 1/2 ფინალში ლუქსემბურგი მიიღო და მეტოქე ბუდუ ზივზივაძის დუბლით 2-0 დაამარცხა.