როდის დაუბრუნდება ლიონელ მესი მოედანს?
როგორც მოგეხსენებათ, კუნთის ტრავმის გამო, ლიონელ მესი "ინტერ მაიამის" ვერ ეხმარება.
ფეხბურთელი უკვე ვარჯიშობს, თუმცა მოედანზე დაბრუნება ჯერ კიდევ შორსაა.
Diario Ole-ს ჟურნალისტის, ერნან კლაუსის თქმით, მესი MLS-ის მომავალ მატჩებს "რედ ბულთან" და "ნიუ იორკ სიტისთან" გამოტოვებს.
არგენტინელი მოედანს დიდი ალბათობით 4 აპრილის დაუბრუნდება, როდესაც "ინტერ მაიამი" CONCACAF-ის ჩემპიონთა თასზე "მონტერეისთან" ითამაშებს.