საქართველო V საბერძნეთი - რამდენი ბილეთია გაყიდული?

დღეს, 12 საათზე ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პლეიოფის ფინალური მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო, რომლის შეძენაც გულშემატკივრებს მხოლოდ ონლაინ შეუძლიათ.
tkt.ge-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე გაყიდულია სრული ბილეთების 50% (დაახლოებით 27,500) ხოლო რიგში ჯერ კიდევ არის 273,600 მომხმარებელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს და საბერძნეთის დაპირისპირება 26 მარტს, 21 საათზე დინამო არენაზე დაიწყება - გამარჯვებული ევრო 2024-ზე გავა.