იუვენტუსი კალაფიორისთვის ბრძოლაში ლიდერობს

"ბოლონიას" ცენტრალური მცველის რიკარდო კალაფიორის ბრძოლაში ტურინის "იუვენტუსი" ლიდერობს.
Football Italia-ს ცნობით, "ბებერი ქალბატონი" ახალგაზრდა იტალიელს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ განიხილავს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბოლონია" რიკარდოს სატრანსფერო ღირებულება 15-20 მილიონ ევროდ შეაფასა.