გურამ კაშია: "ჯერ კიდევ გვჭირდება დრო, რომ გავიაზროთ და გავაანალიზოთ რა მოხდა დღეს"

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, საქართველომ საბერძნეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა.
მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ, 0-0 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 4-2 დაამარცხა და ისტორია დაწერა.
მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ, 0-0 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 4-2 დაამარცხა და ისტორია დაწერა.
საბერძნეთის დამარცხების და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა:
"ვულოცავ მთელ საქართველოს ამ საოცარ ამბავს - ჯერ კიდევ გვჭირდება დრო, რომ გავიაზროთ და გავაანალიზოთ რა მოხდა დღეს.
ფეხბურთი მართლა აერთიანებს საქართველოს, დღეს ყველა ბედნიერია და მიხარია, რომ ასეთ საქართველოს ვხედავ. ძალიან მინდა, რომ ყოველთვის ასე იყოს".