ოლივიე ჟირუმ ახალ კლუბთან შეთანხმებას მიაღწია
ცნობილი ფრანგი ფორვარდი ოლივიე ჟირუ მიმდინარე სეზონის ბოლოს "მილანს" დატოვებს.
როგორც ინსაიდერი ფაბრიციო რომანომ სოციალური ქსელით იტყობინება, თავდამსხმელმა უკვე მიაღწია შეთანხმებას MLS-ის "ლოს-ანჯელესთან".
მხარეები პირადი ხელშეკრულების პირობები შეათანხემს. შრომითი ხელშეკრულება 2025 წლამდე იქნება ძალაში.
მიმდინარე სეზონში ჟირუმ 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 14 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.