კვარაცხელია თუ გოლოვინი? - ფაბიო კაპელოს კომენტარი

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ "მონაკოს" რუსი ნახევარმცველის ალექსანდრ გოლოვინის და "ნაპოლის" ქართველი გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შედარებაზე უარი თქვა.
"რუსეთის პრემიერ ლიგის რომელმა ყოფილმა მოთამაშემ ითამაშა უფრო ბრწყინვალედ ევროპაში: კვარაცხელიამ თუ გოლოვინმა?
მათი ამ კონტექსტში შედარების აზრს ვერ ვხედავ ", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტი RB Sport-ის სიტყვებს.
მიმდინარე სეზონში 23 წლის კვარაცხელიამ ნეაპოლურ კლუბში 36 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.