𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: მილანი მამარდაშვილის შეძენით ინტერესდება!
ავტორიტეტული იტალიური გამოცემის Tuttosport-ის ცნობით, "მილანი" საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარის გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერით ინტერესდება.
წყაროს ცნობით, "როსონერი" ქართველი მეკარის ვარიანტს იმ შემთხვევაში გამიხილავს, თუ "მილანს" მაიკ მენიო დატოვებს, რომლის მიმართ ინტერესს არაერთი ტოპ კლუბი იჩენს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მამარდაშვილის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 40-50 მილიონ ევროს შეადგენს.
მილანური გრანდი 23 წლის ქართველი მეკარის გარდა მიკელე დი გრეგორიოს კანდიდატურასაც განიხილავს, რომელიც "მონცაში" თამაშობს.