ლუკა გუგეშაშვილის ყარაბაღი აზერბაიჯანის ჩემპიონია!

აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის 28-ე ტურში "ყარაბაღი" სტუმრად "კაპაზის" დაუპისირპირდა და 6:1 დაამარცხა.

ამრიგად, ლუკა გუგეშაშვილის "ყარაბაღმა" ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურით ადრე 69 ქულა დააგროვა და ჩემპიონი გახდა.

გუგეშაშვილმა ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში "ყარაბაღის" შემადგენლობაში მხოლოდ რვა მატჩი ჩაატარა.