როი კინი: "ჰოლანდი მეორე ლიგის დონის მოთამაშეს ჰგავს"

მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა როი კინმა მანჩესტერ "სიტის" თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდის "არსენალთან" თამაში გააკრიტიკა (0:0).
"ჰოლანდმა თამაში უნდა გააუმჯობესოს. ის მეორე ლიგის დონის ფეხბურთელს ჰგავს. მისი თამაში შეიძლება გაუმჯობესდეს და ეს მომდევნო რამდენიმე წელიწადში უნდა მოხდეს“, - განაცხადა ირლანდიელმა.
მიმდინარე სეზონში ნორვეგიელმა ფორვარდმა "ქალაქელების" შემადგენლობაში 35 მატჩი ჩაატარა, 29 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.