მამარდაშვილი, დავითაშვილი და სხვა Goal.ge-ს რჩეულები - საუკეთესოები ჯერ კიდევ საქართველოში იყვნენ
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია, ერთა ლიგის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
ჩვენს ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელებს თავის დროზე საქართველოს ჩემპიონატში აქვთ ნათამაშები, დღეს კი უდიდესი წვლილი მიუძღვით ნაკრების და ქვეყნის წარმატებაში.
რამდენიმე სეზონის განმავლობაში, GOAL.GE ეროვნული ლიგის თვის და წლის საუკეთესო ფეხბურთელსა და გოლის ავტორს ასახელებდა. მათ შორის იყვნენ ნაკრების დღევანდელი მოთამაშეებიც.
ვალენსიას ამჟამინდელი მეკარე გიორგი მამარდაშვილი 2020 წელს ლოკომოტივის რიგებში გამოდიოდა და ისეთი მაღალი დონის შეხვედრა ჩაატარა, რომ წლის საუკეთესო მეკარედ დავასახელეთ.
ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ლევან შენგელიამ ჩვენგან როგორც თვის საუკეთესო ფეხბურთელის, ისე თვის საუკეთესო გოლის ჯილდო მიიღო. შენგელია დინამოში მართლაც გამორჩეული იყო და პირველად ნაკრებში იმ პერიოდში გამოიძახეს.
2018 წლის სექტემბერში, ლოკომოტიმა შინ გორის დილა საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა. დუბლი ავტორი საქართველოს ნაკრებისა და ბორდოს ამჟამინდელი შემტევი ზურიკო დავითაშვილი გახდა. დავითაშვილი გოლი, გამოკითხვის შედეგად, თვის საუკეთესოდ დასახელდა.
2019 წელს, ბუდუ ზივზივაძე ქუთაისის ტორპედოში თამაშობდა, 20 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და წლის საუკეთესო თავდამსხმელის ჯილდო გადავეცით. იმ წელს ბუდუ ტორპედოდან მეზოკოვეშდში გადავიდა. შეგახსენებთ, რომ ზივზივაძე დღევანდელი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ლიდერია, ლუქსემბურგს დუბლი შეუსრულა, საბერძნეთთან კი უამრავი ორთაბრძოლა მოიგო.
GOAL.GE-ს კიდევ არაერთი ქართველი ფეხბურთელი ჰყავს დაჯილდოვებული სხვადასხვა ნომინაციებში და იმედი ვიქონიოთ, ისინიც ასახელებენ საქართველოს ნაკრებს. ახლო მომავალში, GOAL.GE კვლავ გეგმავს ეროვნული ლიგის გამორჩეული ფეხბურთელების სპეციალური პრიზებით დაჯილდოებას.