გატუზომ შესაძლოა სერია B-ს გუნდი ჩაიბაროს

ფრანგული "მარსელის" ყოფილი მწვრთნელი ჯენარო გატუზო შესაძლოა მალე იტალიის მეორე დივიზიონის გუნდის მწვრთნელი გახდეს.
ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, სპეციალისტი "პალერმოს" მთავარი მწვრთნელობის კანდიდატია.
"პალერმო" სერია B-ში ამჟამად მეექვსე ადგილზეა.