კინი: "დღეს რომ პრემიერლიგაში ვმუშაობდე, არაბიძე იქნებოდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ინგლისში წავიყვანდი"
ქუთაისის "ტორპედომ" საქართველოს ეროვნული ლიგის მე-6 ტურში ფოთის "კოლხეთი" 3:2 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში გიორგი არაბიძემ დუბლი გაიფორმა და იმერული გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
თამაშის შემდეგ მასზე ტორპედოს მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა კომენტარი გააკეთა.
"დღესაც რომ პრემიერლიგაში ვმუშაობდე, გიორგი არაბიძე იქნებოდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ინგლისში წავიყვანდი.
ის ლიდერია და ზუსტად ეს გამოარჩევს სხვებისგან - ზეწოლის ქვეშ თამაში მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ნებისმიერი სირთულის გადალახვა შეუძლია.
კაპიტნის სამკლავურით გამოვიდა და სამუშაო, რომელიც დღეს მოედანზე გასწია, სიტყვებით შეუფასებელია", - თქვა კინმა.