პსჟ-მ საფრანგეთის თასის ფინალში გასვლით რეკორდი დაამყარა
"პსჟ"-მ საფრანგეთის თასის ნახევარფინალური მატჩი "რენი" მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს თავდამსხმელმა კილიან მბაპემ გაიტანა.
Opta Sport-ის ცნობით, პარიზული გუნდი ტურნირის ფინალში ისტორიაში მე-20-ედ ითამაშებს.
ამრიგად, ლუის ენრიკეს გუნდმა დაამყარა რეკორდი და გაასწრო "მარსელს" (19 ფინალი).
ფინალურ მატჩში "პსჟ" "ლიონს" დაუპირისპირდება.
საფრანგეთის თასის ფინალური მატჩი 25 მაისს გაიმართება.