ავტორიზაცია

Ვირჯილ ვან დეიკი TNT Sport-თან ინტერვიუში

Ვირჯილ ვან დეიკი  TNT Sport-თან ინტერვიუში
თარიღი 04 აპრ 2024, 18:37
Პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა კულმინაციას უახლოვდება.ლივერპული, არსენალი და მანჩერსტერ სიტი ყველაზე ახლოს არიან გამარჯვებამდე.

TNT Sport-თან ინტერვიუში ვირჯილი ამბობს, რომ მისთვის პრემიერ ლიგის ტიტულის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო. Პირველ მიზეზად ის ასახელებს იურგენ კლოპს, რომელიც გუნდის მწვრთნელი გახლავთ.

Შეგახსენებთ, რომ გერმანელმა მწვრთნელმა, ყველასთვის მოულოდნელად, განაცხადა, რომ ის სეზონის ბოლოს პოზიციას ტოვებს.

Ვირჯილმა ასევე მწუხარება გამოთქვა, რადგან წინა სეზონზე იძულებულნი იყვნენ გამარჯვება ცარიელ სტადიონზე აღენიშნათ, ფანების გარეშე. Თუმცა მან დაამატა, რომ ეს ფაქტი უფრო დიდ მოტივაციას აძლევს მომავალი თამაშებისთვის.