9 წლის შემდეგ პირველად - მამარდაშვილმა ვალენსიაში მორიგი გამორჩეული შედეგი დააფიქსირა
ესპანეთოს ლა ლიგის 26-ე ტურში "ვალენსია" სტუმრად "გრანადას" დაუპირისპირდა.
აღნიშნულ შეხვედეაში "ღამურებმა" მინიმალური ანგარიშით 1:0 იმარჯვეს.
ამრიგად, გიორგი მამარდაშვილმა მორიგი მშრალი მატჩი ჩაატარა, რომელიც ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მე-11 გახლდათ.
2014-15 წლების სეზონის შემდეგ მამარდაშვილი "ვალენსიას" პირველი მეკარე გახდა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით 10-ზე მეტ შეხვედრაში გოლი არ გაუშვა.
2014-15 წლების სეზონში იგივე დიეგო ალვესმა გააკეთა, როდესაც კარი მშრალად 13 შეხვედრაში შეინახა.