არსენალმა ზირკზეს აგენტთან მოლაპარაკება გამართა
![არსენალმა ზირკზეს აგენტთან მოლაპარაკება გამართა](http://storage.goal.ge/uploads/posts/zUwWI06famEvqYw2KWkFmU2iHzxYk6pm.jpg)
ლონდონის "არსენალი" აგრძელებს ახალი თავდამსხმელის ძიებას.
ჟურნალისტ ნიკოლო სკირას თქმით, "მეთოფეების" ხელმძღვანელობამ პოზიტიური მოლაპარაკებები გამართა ჯოშუა ზირკზეს აგენტთან.
"ბოლონიას" ნიდერლანდელი ფორვარდი "არსენალის" მთავარი მწვრთნელის მიკელ არტეტას ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.
22 წლის ფორვარდმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.