ბარსელონას სეზონის ბოლომდე ორ ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს

კატალონიურ "ბარსელონას" ორ მნიშვნელოვან ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. 
Mundo Deportivo-ს ცნობით, საუბარია ცენტრალურ მცველ რონალდ არაუხოზე და ნახევარმცველ ფრენკი დე იონგზე. 
ორივე მოთამაშეს ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულში ეწურება. 







