დე ბრუინი მანჩესტერ სიტის ისტორიაში მესამე საუკეთესო ბომბარდირი გახდა
ინგლისის პრემიერ ლიგის 32-ე ტურის მატჩი "კრისტალ პალასი" საკუთარ მოედანზე "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდა და 2:4 დამარცხდა.
"ქალაქელების" მხრიდან გამორჩეული იყო 32 წლის ბელგიელი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი, რომელმაც ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
"კრისტალ პალასის" წინააღმდეგ გატანილი გოლები დე ბრუინისთვის 99-ე და 100-ე იყო "მანჩესტერ სიტის" მაისურით.
ამრიგად, დე ბრუინმა "სიტის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის მესამე ადგილზდ დაწინაურდა - კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი არგენტინელი სერხიო აგუეროა, რომელსაც კლუბში 260 გოლი აქვს გატანილი. მეორე ადგილს რაჰიმ სტერლინგი იკავებს, რომელმაც კლუბის მაისურით 131 გოლი გაიტანა.