იუვენტუსმა ვლაჰოვიჩის შემცვლელი იპოვა
ლევერკუზენის "ბაიერში" მოთამაშე ნიგერიელმა თავდამსხმელმა ვიქტორ ბონიფასმა შესაძლოა კარიერა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს. ამის შესახებ Tuttosport-ი იტყობინება.
ჟურნალისტების ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსი" 23 წლის აფრიკელი ფეხბურთელის ტრანსფერით ინტერესდება.
"ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა ბონიფასის კანდიდატურას სერბი დუშან ვლახოვიჩის შემცვლელად განიხილავს.
მიმდინარე სეზონში გერმანიის ბუნდესლიგაში ბონიფასმა 17 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ათი გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა.