თბილისის მერია Master League-ის სუპერ თასის მფლობელი გახდა

Master League-ის სუპერ თასის ფინალური დაპირისპირება ბრიჯსა და თბილისის მერიას შორის საკმაოდ დაძაბული გამოდგა.
მატჩის პირველ ტაიმში გუნდებმა ერთმანეთს ბევრი მომენტი შეუქმნეს და თითო-თითო გოლი გაუტანეს.
მეორე ტაიმში თბილისის მერია უპირატესობას დაეუფლა, რაც შედეგზეც აიასახა და 4:2 გაიმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ ბრიჯმა მატჩის მიწურულს პენალტი გააფუჭა.
SMH Sports Master League-ის ოფიციალური პარტნიორია.