მილანმა პულისიჩის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
"მილანის" შემტევი კრისტიან პულისიჩი მორიგ გამორჩეულ სეზონს ატარებს.
ამ ფონზე კლუბმა ამერიკელის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
"როსონერის" ხელმძღვანელობაში გადაწყვიტეს პულისიჩთან კონტრაქტის კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების ვარიანტის გააქტიურება, ამის შესახებ Corriere dello Sport-ი წერს.
ვარიანტის გააქტიურების შემდეგ, ფეხბურთელის შრომითი ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდება.
2023/2024 წლების სეზონში კრისტიან პულისიჩმა 41 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 13 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა.