ინტერმა სერია A-ს რეკორდი დაამყარა

იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურის მატჩში მილანის "ინტერი" "უდინეზეს" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
როგორც გაირკვა, ეს უკვე ზედიზედ 31-ე მატჩი იყო ჩემპიონატის დაწყების შემდეგ, რომელშიც "ინტერმა" გოლი გაიტანა.
ეს კი იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში ახალი რეკორდი გახლავთ, სერია A-ში 31-ე ტურის ჩათვლით ყველა მატჩში გოლის გატანა აქამდე ვერცერთმა გუნდმა მოახერხა.