ბაიერნი მზადაა 5 მოთამაშის გარდა ყველა ფეხბურთელს შეელიოს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობა შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს.
მიუნხენურმა კლუბმა გამოყო მხოლოდ ხუთი მოთამაშე, რომლებიც არანაირ შემთხვევაში არ გაიყიდებიან. ამის შესახებ L'Equipe იუწყება.
"ბაიერნის" ხელშეუხებელ ფეხბურთელთა სიაში: მანუელ ნოიერი, ალექსანდრ პავლოვიჩი, მატის ტელი, თომას მიულერი და ჰარი კეინი არიან.