ბაიერნმა კომანის სატრანსფერო ფასი დაასახელა
მიუნხენის "ბაიერნმა" ნახევარმცველ კინგსლი კომანის სატრანსფერლ ფასი დაასახელა, რომელმაც შესაძლოა გუნდი ზაფხულში დატოვოს.
Bild-ის ცნობით, "რეკორდმაისტერი" მზად იქნება ფრანგი 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვას.
წყარო დასძენს, რომ კომანს შეუძლია ახალი გამოწვევა მიიღოს და ლა ლიგაში ან ინგლისის პრემიერ ლიგაში წავიდეს.
მიმდინარე სეზონში კომანმა გერმანიის ბუნდესლიგაში 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.