ნაპოლი კონტეს სამწლიან კონტრაქტს შესთავაზებს
![ნაპოლი კონტეს სამწლიან კონტრაქტს შესთავაზებს](http://storage.goal.ge/uploads/posts/Pbgh3E9s883sJ5VHHQ5ftIDH1NAhelfZ.jpg)
"ნაპოლი" მუშაობას აგრძელებს ანტონიო კონტეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით.
ნეაპოლური გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა სეზონის დასრულების შემდეგ კლუბში არ დარჩება, ზაფხულში კი "ნაპოლის" ახალი სპეციალისტის ძებნა მოუწევთ.
Il Mattino-ს ცნობით, "ნაპოლი" 54 წლის ანტონიო კონტეს მალე სამწლიან კონტრაქტს შესთავაზებს.