მანჩესტერ სიტიმ კაილ უოკერის შემცვლელი იპოვა

ინგლისის ნაკრებისა და მანჩესტერ "სიტის" მცველ კაილ უოკერს მაისის ბოლოს 34 წელი შეუსრულდება.
"ქალაქელები" კი მის შემცვლელს უკვე ეძებენ, რომელიც უოლკერს გრძელვადიან პერსპექტივაში დაცვის მარჯვენა ფლანგზე შეცვლის.
TEAMtalk-ის ცნობით, მანჩესტერ "სიტიმ" ამ პოზიციაზე ლევერკუზენის "ბაიერიდან" ჯერემი ფრიმპონგი ვარიანტი შეარჩია.
2023/2024 წლების სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა 36 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 12 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.