მანჩესტერ იუნაიტედმა იუვენტუსის ნახევარმცველთან მოლაპარაკება დაიწყო
ფრანგი ნახევარმცველი ადრიენ რაბიო, რომელიც ტურინის "იუვენტუსში" თამაშობს, ინგლისის პრემიერ ლიგაში ორი ვარიანტი აქვს. ამის შესახებ Teamtalk იუწყება.
ნახევარმცველი, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, მანჩესტერ "იუნაიტედისა" და "ნიუკასლის" ინტერესთა სფეროში მოექცა.
ორივე კლუბმა ფეხბურთელთან ტრანსფერთან დაკავშირებით წინასწარი მოლაპარაკება დაიწყო.
მიმდინარე სერია A-ში რაბიომ 25 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ოთხი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემაა გააკეთა.