Transfermarkt: ტოპ 10 ფეხბურთელი რომელიც ეროვნული ლიგიდან ყველაზე დიდ თანხად გაიყიდა
ბოლო წლების განმავლობაში ეროვნული ლიგიდან ევროპულ კლუბებში არაერთი გახმაურებული ტრანსფერი შედგა.
გთავაზობთ, Transfermarkt-ის მონაცემებით ტოპ 10 შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ქართულმა გუნდებმა ყველაზე დიდი თანხა გამოიმუშავეს.
პირველ ადგილს რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიად "ნაპოლიში" ტრანსფერი იკავებს, რომელშიც ავტორიტეტული გერმანული სააგენტოს ვერსიით ქართულმა კლუბმა 13.30 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
ტოპ 10-ში ექვსი ისეთი ტრანსფერია რომლიდანაც თბილისის "დინამომ" იხეირა. ორი ტრანსფერი ბათუმის "დინამოს" აქტივშია, ხოლო თითო მოთამაშე კი "იბერია 1999"-მა და გორის "დილამ" გაყიდეს.