რა შემთხვევაში შეძლებს მანჩესტერ სიტი ლუკას პაკეტას დამატებას?

ბრაზილიელი ნახევარმცველი ლუკას პაკეტა 2023 წლის ზაფხულს სატრანსფერო ფანჯარაზე ახლოს იყო "ვესტ ჰემიდან" მანჩესტერ "სიტიში" გადასვლასთან.
გარიგება იმის გამო ჩაიშალა, რომ მოთამაშეს აკრძალული ფსონების დადებაში ედებოდა ბრალი.
The Guardian-ის ცნობით, მანჩესტერ "სიტიმ" შესაძლოა პაკეტას დამატება შეძლოს, თუ ფეხბურთის ასოციაცია გამოძიებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შეწყვეტს.