ლევერკუზენის ბაიერი გერმანიის ჩემპიონია!
"ლევერკუზენის ბაიერმა" გერმანიის ჩემპიონატის 27-ე ტურში ბრემენის "ვერდერს" უმასპინძლა და მეტოქე 5:0 გაანადგურა.
ამრიგად, ჩაბი ალონსოს გუნდი სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე გერმანიის ჩემპიონი გახდა.
29 ტურის შემდეგ "ფარმაცევტებმა" 25 მატჩი მოიგეს და ოთხი ფრე ითამაშეს.
აღსანიშნავია, რომ "ბაიერი" ისტორიაში პირველად გახდა გერმანიის ჩემპიონი.
ლევერკუზენის "ბაიერისთვის" საუკეთესო შედეგი მეორე ადგილი გახლდათ: 1997, 1999, 2000, 2002 და 2011 წლებში.