ალეგრი ზაფხულში ნაპოლის ჩაიბარებს?
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრის, შესაძლოა ზაფხულში იტალიის სერია A-ს სხვა ტოპ-კლუბს უხელმძღვანელოს.
იტალიელ სპეციალისტს "ბებერ ქალბატონთან" მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის ივნისში ეწურება, თუმცა მხარეები შესაძლოა მიმდინარე სეზონის ბოლოს დაშორდნენ.
ნეაპოლიტანური გამოცემის Il Mattino-ს ცნობით, ალეგრიმ შესაძლოა, "იუვენტუსიდან" წასვლის შემთხვევაში, "ნაპოლი" დაუყოვნებლივ ჩაიბაროს.