პსჟ და დორტმუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავიდნენ
დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის ორი განმეორებითი მატჩი და პირველი 1/2 ფინალის წყვილი გახდა ცნობილი - ფინალის საგზურისთვის პსჟ და დორტმუნდი იბრძოლებენ.
ბარსელონა 1-4 პსჟ (ორი მატჩის ჯამში: 4-6)
პირველ შეხვედრაში მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა ბარსელონამ, საკუთარ კედლებში პსჟ-სთან დიდი ანგარიშით დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონს გამოეთიშა.
დღევანდელ მატჩში ბარსელონას მხრიდან თავი რაფინიამ გამოიჩინა, ხოლო სტუმართა რიგებიდან დუბლი მბაპემ გაიფორმა და თითო გოლი დემბელემ და ვიტინიამ გაიტანეს.
დორტმუნდი 4-2 ატლეტიკო (ორი მატჩის ჯამში: 5-4)
დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა სიგნალ იდუნა პარკზე გამართული მატჩი, სადაც დორტმუნდმა ატლეტიკო დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
მასპინძლების მხრიდან მეტოქის კარი ბრანდტმა, მაატსენმა, ფულკრუგმა და ზაბიცერმა აიღეს. სტუმრებიდან კი გოლის გატანა კორეამ შეძლო, ხოლო ჰუმელსმა ავტოგოლი მიითვალა.
ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონის პირველი 1/2 ფინალური ეტაპის წყვილი ცნობილია - ერთმანეთს დორტმუნდი და პსჟ დაუპირისპირდებიან.