გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ის 29-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

საფრანგეთის ლიგა 1-მა 29-ე ტურის სიმბოლური თერთმეტეული გამოაქვეყნა, სადაც გიორგი მიქაუტაძეც მოხვდა.
მეცის 23 წლის ქართველმა შემტევმა 29-ე ტურში, ლანსის წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა და გუნდის გამარჯვებაში მთავარი წვლილი შეიტანა.

მეცის 23 წლის ქართველმა შემტევმა 29-ე ტურში, ლანსის წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა და გუნდის გამარჯვებაში მთავარი წვლილი შეიტანა.

გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ის წლევანდელ სეზონში 9 გოლი და 3 ასისტი აქვს გაფორმებული და ბომბარდირთა დავაში მე-8 ადგილზე იმყოფება.