ჩემპიონთა ლიგის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია
![ჩემპიონთა ლიგის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია](http://storage.goal.ge/uploads/posts/poMdJTNv90567IZtQUsOMItbug8aw9df.jpg)
უეფას ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონის ნახევარფინალური წყვილები ცნობილი გახდა.
ბორუსია (გერმანია) - პსჟ (საფრანგეთი);
ბაიერნი (გერმანია) - მადრიდის რეალი (ესპანეთი)
პირველი მატჩები 2024 წლის 30 აპრილს და 1 მაისს გაიმართება, საპასუხო მატჩები 7 და 8 მაისს.
დღეს, "ბაიერნმა" ლონდონის "არსენალი" ორი მატჩის ჯამში (3:2) დაამარცხა, მანჩესტერ "სიტი" კი პენალტების სერიაში მადრიდის რეალთან დამარცხდა (4:4, 3:4 პენალტები).