ბაიერნი ზაფხულში ბარსელონას ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
![ბაიერნი ზაფხულში ბარსელონას ფეხბურთელის დამატებას შეეცდება](http://storage.goal.ge/uploads/posts/JSguhW0jf9CZ3N8eveRbjkZ0IkZSvSVX.jpg)
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ბაიერნი დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და რამდენიმე კანდიდატი უკვე შერჩეულია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეკორდმაისტერის მთავარი სამიზნე ბარსელონას ცენტრალური მცველი, რონალდ არაუხოა - ფეხბურთელის აგენტებთან პირველი კონტაქტი უკვე შედგა.
შეგახსენებთ, რომ რონალდ არაუხო ბარსელონას ღირსებას 2019 წლიდან იცავს და ჩატარებულ 146 შეხვედრაში 8 გოლთან ერთად 3 საგოლე გადაცემა აქვს გაფორმებული.