მბაპემ პირობა დაარღვია - პსჟ-ს პრეზიდენტი ფრანგზე გაბრაზებულია

მოგეხსენებათ, უკვე ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ფრანგი ვარსკვლავი კილიან მბაპე ზაფხულიდან მადრიდის "რეალს" შეუერთდება.
თუმცა როგორც ცნობილია, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა და კონკრეტულად პრეზიდენტი ალ-ხელაიფი მბაპეზე ძალიან გაბრაზებულია.
ამის მიზეზი ისაა, რომ გასულ წელს, მბაპე ალ-ხელაიფის კონტრაქტის გახანგრძლივებას დაჰპირდა და უთხრა, რომ 2024 წელს, ახალ ხელშეკრულებას გააფორმებდა.
როცა ალ-ხელაიფიმ შეიტყო, რომ მბაპემ პირობა დაარღვია და პარალელურად რეალს შეუთანხმდა, გაბრაზდა. მოგეხსებათ, პსჟ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია, თუმცა ბოლო პერიოდში, მბაპეს ენრიკე ხშირად ცვლის ხოლმე.