როგორი შეფასება მიიღო მიქაუტაძემ დღევანდელ მატჩში?

საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურში "მეცი" სტუმრად "ლე ავრის" დაუპირისპირდა და 1:0 გაიმარჯვა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, რომელმაც სტუმრები მეორე ტაიმის სტარტზე დააწინაურა.
23 წლის ქართველმა ფორვარდმა სეზონში მე-10 გოლი გაიტანა და "მეცს" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუპოვა.
მიქაუტაძემ Sofascore-სგან 7.7 შეფასება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვების შემდეგ "მეცმა" გასავარდნ ზონას თავი დააღწია და სატურნირო ცხრილში 29 ქულით მე-15 ადგილს იკავებს.