ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები 30 მილიონს მიიღებს

თუ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფიდან გავა, ნაკრები ბონუსის სახით 30 მილიონ ლარს მიიღებს.
ამის შესახებ ინფორმაცია "ფონდი ქართუ"-ს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
"ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში ფონდი საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს გადასცემს, გასვლის შემდეგ, ყოველი შემდგომი მატჩის მოგებისთვის კი დამატებით კიდევ 30 მილიონი ლარით დააჯილდოვებს", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის, ჩეხეთის და თურქეთის ნაკრებების ჯგუფშია. ჯგუფიდან პირველ და მეორე ადგილოსნები გადიან, ასევე საუკეთესო მესამე ადგილოსნებიც.
ik oo
ტოპ კომენტარი
0
24 Apr 2024, 09:15
იციან რო ვერ გავლენ, რა გულუხვია ივანე